Saturday, November 7, 2009

პროექტი

ტყე შეუნახე შვილებსა...
(ექსკურსია პარკში)
პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეები აღწერენ პარკში არსებულ მცენარეულ საფარს. შეისწავლიან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკანონო მშენებლობებს.
პროექტის სრული აღწერა- მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,შეიქმნება ბიზნესმენთა , მოქალაქეთა, ბუნების დამცველთა, ნეიტრალურ და შემფასებელთა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი შეისწავლის გარემოს და წამოაყენებს თავის მოსაზრებას. ბიზნესმენთა წინააღმდეგ გამოვლენ მოქალაქეები და ბუნების დამცველები. ისინი სამართლიანად მოითხოვენ მშენებლობის შეჩერებას.
მოსწავლეთა ასაკი-7-8 წელი
ვადები/ხანგრძლიობა- 2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- კლასში გრძელდება მსჯელობა თუ როგორ გადაარჩინონ პარკი ეკოკატასტროფისაგან და ქმნიან კედლის გაზეთს.
მოსალოდნელი შედეგები/ რაც შეიძლება შეიქმნას- კედლის გაზეთი.სტენდი.
სარგებელი სხვებისთვის- პარკის დაცვა უკანონო მშენებლობისგან.
სამუშაო ენა- ქართული.
საგნებთან კავშირი- ქართულ ენასთან: კედლის გაზეთისთვის წერილების დაწერა.
ბუნებასთან: ბუნების დაცვა. ზრუნვა პარკების გადარჩენაზე.
პროექტის ფასილიტატორი- ნათელა ლობჟანიძე
ელფოსტა- natela54

No comments:

Post a Comment