Wednesday, September 10, 2014

მეოთხე დღე

გეგმის შაბლონში ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, დავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,შევისვენეთ, ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.

Saturday, November 7, 2009

პროექტი

ტყე შეუნახე შვილებსა...
(ექსკურსია პარკში)
პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეები აღწერენ პარკში არსებულ მცენარეულ საფარს. შეისწავლიან მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკანონო მშენებლობებს.
პროექტის სრული აღწერა- მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად,შეიქმნება ბიზნესმენთა , მოქალაქეთა, ბუნების დამცველთა, ნეიტრალურ და შემფასებელთა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი შეისწავლის გარემოს და წამოაყენებს თავის მოსაზრებას. ბიზნესმენთა წინააღმდეგ გამოვლენ მოქალაქეები და ბუნების დამცველები. ისინი სამართლიანად მოითხოვენ მშენებლობის შეჩერებას.
მოსწავლეთა ასაკი-7-8 წელი
ვადები/ხანგრძლიობა- 2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში- კლასში გრძელდება მსჯელობა თუ როგორ გადაარჩინონ პარკი ეკოკატასტროფისაგან და ქმნიან კედლის გაზეთს.
მოსალოდნელი შედეგები/ რაც შეიძლება შეიქმნას- კედლის გაზეთი.სტენდი.
სარგებელი სხვებისთვის- პარკის დაცვა უკანონო მშენებლობისგან.
სამუშაო ენა- ქართული.
საგნებთან კავშირი- ქართულ ენასთან: კედლის გაზეთისთვის წერილების დაწერა.
ბუნებასთან: ბუნების დაცვა. ზრუნვა პარკების გადარჩენაზე.
პროექტის ფასილიტატორი- ნათელა ლობჟანიძე
ელფოსტა- natela54